Days Gone ისევ გადაიდო!

  Playstations-ის ექსკლუზიური თამაში Days Gone კვლავ გადაიდო ამჯერად 2019 წლის 26 აპრილამდე. შეგახსენებთ წინა თარიღი გამოსვლის 2019 წლის 22 თებერვალს იყო დაგეგმილი. თამაშის გმირი არის ბაიკერი, რომელიც ცდილობს გადარჩეს ზომბებით სავსე ღია სამყაროში. Day’s gone ჯერ-ჯერობით ყველაზე მასშტაბურ და ამბიციური თამაშის შთაბეჭდილებას გვიტოვებს თავის ჟანრში. Game-ფლეი ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოუწევს მოთამაშეს ველურ ტერიტორიაზე გზის გაკვლევა, იქნება ეს ჩუმად მტრის ბანაკში შეღწევა და ზომბების მთელი ბატალიონის მასობრივი ლიკვიდაცია. როგორც თამაშის შემქმნელები გვპირდებიან სათამაშო პროცესსში მოთამაშის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თამაშის მომავალ განვითარებაზე ზეგავლენას იქონიებს. თამაშის სრული მოცულობა 30 საათზე მეტი იქნება. DAYS GONE - E3 2018 Gameplay..

ვრცლად

Fallout 76

კომპანიის განცხადებით, თამაშის რუქა არამარტო 4-ჯერ უფრო დიდია ვიდრე წინა ნაწილები, არამედ, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, 16-ჯერ უფრო დეტალური და ვიზუალურად დახვეწილი იქნება. ამასთან ერთად, ტერიტორია დაყოფილია 6 რეგიონად, განსხვავებული რესურსებითა და მონსტრებით (რა თქმა უნდა ახალი მონსტრებიც).როგორც ჩანს, ეს არ იქნება სტანდარტული Fallout-ის თამაში, გახსნილი სამყაროთი, ბევრი მისიითა და სიუჟეტური რეჟიმით. Fallout 76-ს ჭირდება მუდმივი ინტერნეტთან წვდომა და ოფიციალურად ითვლება ონლაინ RPG-ს ჟანრად. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ტერიტორიაზე იქნება უამრავი მოთამაშე, უბრალოდ ხანდახან შეიძლება გადაეყაროთ სხვასაც. ასევე შესაძლებელი იქნება მეგობრებთან ერთად თამაში და სხვადასხვა მისიების შესრულება.Fallout 76 გამოვა 2018 წლის 14 ნოემბერს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე. მანამდე კი ვიხ..

ვრცლად

Dead Rising 4

Capcom_მა შემოგვთავაზა ახალი ტრეილერი, რომელიც მთლიანად მთავარი გმირის, ფრენკ ვესტის ირგვლივ ვითარდება. ..

ვრცლად

PS vs Xbox

    მეგობრებო, როგორც ვიცით სონიმ უკვე დააანონსა ახალი კონსოლები, ამიტომ გადავწყვიტეთ მცირე შედარება გაგვეკეთებინა, იმისთვის, რომ მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი აპარატი.     ესეც მონაცემები : PS4PS4 SlimPS4 ProXbox OneXbox One SProject Scorpioფასი$300, £260, AU$440$300, £260, AU$440$400, £350, AU$560$250, £200, AU$350$300, £250, AU$400TBD but >$300⁸როდიდან იქნება მაღაზიებშიNowSeptember 15November 10NowNow2017CPU1.6GHz 8-core AMD Jaguar8-core AMD Jaguar8-core AMD Jaguar1.75GHz 8-core AMD Jaguar1.75GHz 8-core AMD Jaguar8-core AMD JaguarGPU1.84 TFLOP AMD Radeon1.84 TFLOP AMD Radeon4.2 TFLOP AMD Radeon1.31 TFLOP AMD Radeon⁶1.4 TFLOP AMD Radeon⁶6 TFLOP AMD Radeonმაქსიმალური ვიდეო რეზოლუცია1080p1080p4K1080p4K4KTypical game resolution720p - ..

ვრცლად

PS-ის ახალი ერა!

     როგორც სონი იუწყება, 15 სექტემბრიდან გაყიდვაში გამოვა ახალი PlayStation 4 Slim, რომელიც იქნება გაუმჯობესებული მონაცემების, უფრო თხელი აპარატი. მისი ფასი დარჩება იგივე, რაც იყო წინა PS4-ებისა.         უფრო დიდი სიახლე კი არის PlayStation 4 Pro, რომელიც გაყიდვაში ჩაეშვება 10 ნოემბრიდან და მას ექნება რიგი უპირატესობები ჩვეულებრივ PS4-თან შედარებით, ხოლო მისი ფასი მხოლოდ 100$ით გაიზრდება.        მაშ ასე, მოდით ვისაუბროთ PS_ის ახალ ერაზე, სახელად PlayStation 4 Pro.        ახალ კონსოლს ექნება 4K გაფართოების მხარდაჭერა, HDR (High Dynamic Range) და ბევრად უფრო მაღალი სიხშირე და წარმადობა თამაშისას. მისი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ არ ექნება 4K ..

ვრცლად

Bioshock : Revisit Rapture

    როცა ეს თამაში გამოვიდა, მან ყველა გეიმერში აღფრთოვანება გამოიწვია. ახლა კი Bioshock ბრუნდება წინა 3 ნაწილის რემასტერით PS4-სა და Xbox One-ზე.    თამაში შემოგვთავაზებს ქალაქ Rapture-ს, მაგრამ უფრო მეტი მისტიკითა და შესაძლებლობებით.    ოფიციალური სახელი სავარაუდოდ იქნება - Bioshock: The Collection.     როცა Bioshock ოფიციალურად გამოვიდა გაყიდვაში, ამ თამაშმა დიდი პოპულარობით ისარგებლა გეიმერებში. ის იყო პირველი პირის შუთერი, მაგრამ არამარტო შუთერი, არამედ შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სხვადასხვა სუპერძალები და ა.შ. მოკლედ, თამაში დიდი და საინტერესო იყო. იმედია ეს ნაწილი უკეთესი გამოვა, რადგან არამგონია ვინმეს უნდოდეს უკვე დახურული თამაშის ხელახლა გავლა.     ველოდებით თამაშს და იმედს ვიტოვებთ, რომ წინა ნაწილებს ცოტათი მაინც შეცვ..

ვრცლად

Sniper Ghost Warrior 3

    ალბათ, ყველას მოგწონთ სნაიპერის როლში ყოფნა, რადგან შეიძლება ითქვას ესაა ყველაზე დაძაბული ჟანრი სათამაშო სამყაროში. ხარ მარტო, გაქვს დავალება, არ გაქვს უკან დასახევი შანსი, ზიხარ და ელოდები!        მოკლედ, წინა ნაწილებისგან განსხვავებით ახალი ნაწილი ბევრად, ძალიან ბევრად დახვეწილია. თამაშის სახელი არის სამი სიტყვა : სნაიპერი, მოჩვენება და მებრძოლი. სწორედ ამ სამი როლის ათვისება მოგიწევთ თამაშში.          თქვენ ხართ ამერიკელი სნაიპერი, რომელსაც მოუწია საბჭოთა საქართველოში ჩამოსვლა. თქვენ უნდა მოიფიქროთ როგორ შეასრულოთ ესა თუ ის მისია უდანაკარგოდ. შეინარჩუნოთ დისტანცია, გამოიყენოთ დრონები პოზიციების გამოსააშკარავებლად. როგორც წინა ნაწილებში, აქაც არის შთამბეჭდავი შენელებული კადრები. მ..

ვრცლად

Prey 2017

    2016 წლის E3 კონფერენციაზე Bethesda-მ წარადგინა ახალი თამაში, სახელად - Prey. როგორც მათ განაცხადეს, თამაში PS4, Xbox One-სა და PC-ზე გამოვა.        Arkane Studio-ს დეველოპერები აღწერენ თამაშს, როგორც ძალიან ჩამთრევს საშიშ სამყაროში.        E3-ის ტრეილერში ასახულია მამაკაცი, რომელიც იღვიძებს Talos 1-ზე, 2032 წელს. თავიდან ყველაფერი მეორდება, პერსონაჟი იღვიძებს, ემზადება შეხვედრაზე წასასვლელად და ა.შ. ყოველდღე ერთი და იგივე. ერთ დღესაც, თვალზე წითელ ლაქას შეამჩნევს, რომელიც დღითიდღე იზრდება, საბოლოოდ აღმოჩნდება კოსმოსურ ხომალდზე, სადაც მას უწევს შეებრძოლოს ჩრდილოვან მონსტრებს და საბოლოოდ ხვდება საკუთარ კლონს.         Bethesda ასე აღწერს თამაშის..

ვრცლად

God of War

     ეს ახალი დასაწყისია კრატოსისთვის. ცხოვრება ადამიანად, ღმერთების მოშორებით. ის მარტოა ნორვეგიული მითოლოგიის მიწებზე და მას უწევს შებრძოლება ახალ ძალებთან, მაგრამ ამჟამად თავის შვილთან ერთად!            ახალი დასაწყისი    კრატოსმა შური უნდა იძიოს ოლიმპოს ღმერთებზე, შეებრძოლოს ნორვეგიელ ღმერთებსა და მონსტრებს. ამ მკაცრ და მიუტევებელ სამყაროში ცხოვრება უნდა ასწავლოს საკუთარ შვილსაც.            მეორე შანსი    როგორც დამცველმა და მზრუნველმა მამამ, თავისი შვილის თვალში უნდა მოიპოვოს პატივისცემა. ის იმედოვნებს რომ შეძლებს წარსული ნაკლოვანებების გამოსწორებას.              ..

ვრცლად

Battlefield 1

ომი არის ჯოჯოხეთი და არაფერია პირველ მსოფლიო ომზე ჯოჯოხეთური.    Battlefield 1 ჩართვისთანავე შეგაყვარებთ თავს. EA-მ შემოგვთავაზა 64 მოთამაშიანი ონლაინი, რომელშიც უნდა დაიპყროთ 5 საკონტროლო პუნქტი რუკაზე. ეს რა საკვირველია მოითხოვს ტაქტიკურ თამაშს.    თქვენ შეგიძლიათ იყოთ ქვეითი, მედიკოსი, მემანქანე ან სნაიპერი. იარაღებიც ამის და მიხედვით შეგეძლებათ აირჩიოთ.    Dice_მა ბევრი იმუშავა ხმებზე და ის რეალურთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ყველა ჯავშანმანქანა თუ იარაღი რეალურია. გავეცნოთ მათ სიას. დავიწყოთ იარაღებით :Winchester 1897 Shotgun - საფანტიMauser Kar 98azCarcano M38 Cavalry CarbineMauser 1918 T-Gewehr - ანტისატანკოBeretta m1918 - ავტომატურიVickers Machine GunLewis gunMG 08Lee-Enfield MK3Gewehr 98C96MP 18 - ავტომატური191175mm Field Gun MLE 1897 - ფრ..

ვრცლად

Mirror's Edge : Catalyst

    Mirror's Edge გახლავთ EA-ს შემოქმედება და განსხვავებით სხვა პირველ-პერსონა თამაშებისგან, ის მკვეთრად უსვამს ხაზს თავის განსაკუთრებულობას. ეს არ არის თამაში, რომელსაც ყველა მარტივად ითამაშებს ჯოისტიკის ღილაკებზე წკაპუნით. თქვენ გჭირდებათ ძალიან ბევრი უნარი და დაკვირვება, თუნდაც ნახევარ წამში შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რამაც საგრძნობლად გაგირთულოთ თამაში. Mirror's Edge მთლიანად იყენებს კონტროლერის სენსორებს, ყოველი მოძრაობა, ყოველი გადახრა, ყოველი ღილაკზე თითის შეხება გახდება შეგრძნებადი თქვენთვის. მთავარი გმირი, როგორც წინა ნაწილში, არის ფეიტ კონორი. თამაშის მექანიკა ძალიან დახვეწილი და აღმაფრთოვანებელია. რა ჯობს, როდესაც გაირბენთ კედელზე, მოწინააღმდეგეს ჩაუმტვრევთ მუხლს და უყურებთ როგორ ეცემა მისი ჩაფხუტი მიწაზე.     როდესაც Mirror's Edge-ს თამაშობთ, მთლიანად უ..

ვრცლად

No Man's Sky

    No Man's Sky გახლავთ თამაში, რომელშიც მთლიანად ღია სამყაროა წარმოდგენილი. ის შეიცავს 18 კვინტილიონ პლანეტას, ბევრ მათგანს საკუთარო ფლორა და ფაუნა აქვს. აღმოჩენებთან ერთად, თქვენ იღებთ ინფორმაციას ამ პლანეტების შესახებ და გეხსნებათ წვდომა "ატლასთან" - უნივერსალურ ბაზასთან, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვა მოთამაშეებს. ინფორმაციის "ატლასში" ატვირთვა რომ სასარგებლო იყოს თქვენთვისაც, ყოველი ატვირთული ინფორმაციისთვის მიიღებთ ანაზღაურებას თამაშში. ასევე შეგიძლიათ მოაგროვოთ სხვადასხვა მატერიები, რომ გააძლიეროთ თქვენი ხომალდი.    თამაშის საუნდტრეკები იქნება ბრიტანული როკბენდის 65daysofstatic-ის დაწერილი. ასევე გარემო ხმები შექმნილია Paul Weir-ის მიერ. ასევე საუნდტრეკები გამოვა 2 დისკად და ერქმევა No Man's Sky : Music for an Infinite Universe.     თა..

ვრცლად

Detroit : Become Human

    წლევანდელ E3-ზე Beyond : Two Souls-ის დეველოპერმა Quantic Dream-მა წარადგინა ახალი კლიპი თავისი ახალი თამაშიდან : Detroit : Become Human. თამაში ექსკლუზიურად მხოლოდ PS4-ზე გამოვა.    კლიპში ყურადღება გამახვილებულია თამაშის მექანიკასა და ემოციურობაზე. როგორც დევიდ ქეიჯი ინტერვიუში ამბობს, თამაშის პერსონაჟები არიან რობოტი - ანდროიდები და ადამიანები, რომლებიც ამ ანდროიდებს იყენებენ როგორც მუშებს, მასწავლებლებს და ა.შ. ადამიანებს მართლაც სჭირდებათ რობოტები, რომ ეს სამუშაო მათგან დამოუკიდებლად შეასრულონ, თუმცა ადამიანები ძალიან არიან დამოკიდებულები ანდროიდებზე.     ერთხელაც რობოტები იწყებენ უცნაურად ქცევას, ხდებიან აგრესიულები და თავს ესხმიან ადამიანებს. სწორედ ამ დროს საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად : ანდროიდები და ადამიანები. თამაში..

ვრცლად

ჩვენი საიტი ჩაირთო!

მოგესალმებით!ალბათ, პირველად ხართ ჩვენს ახალ საიტზე და ბევრ ისეთი ნიუანსს შენიშნავდით, რომელიც გამოსასწორებელია. მაგრამ ნუ იდარდებთ, დაუღალავად ვმუშაობთ.რაც შეეხება საიტს, საიტზე განთავსებულია ყველა ის პროდუქტი, რომელიც მაღაზიაშია წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, მაღაზიაში ფასები რეგულარულად იცვლება და ყოველივე აისახება საიტზე.ასევე გვაქვს ბლოგი და Facebook გვერდი, რომლიდანაც გადმოხვედით სავარაუდოდ. შეგიძლიათ ამ გვერდზე გვეკონტაქტოთ და მოითხოვოთ ნებისმიერი თამაშის, ტელეფონის, აქსესუარის დეტალური განხილვა და ვეცდებით, რაც შეიძლება მოკლე დროში განვათავსოთ თქვენთვის სასურველი მასალა ბლოგზე.ასევე, არ მოგაკლებთ სათამაშო ინდუსტრიის სიახლეებს!იმედია, ერთად დიდსა და ძლიერ მოთამაშეთა საზოგადოებას ჩამოვაყალიბებთ!გმადლობთ, რომ გვესტუმრეთ და არ დაგავიწყდეთ - ყოველდღე შეამოწმეთ ჩვენი ბლოგი!წარმატე..

ვრცლად