Days Gone ისევ გადაიდო!

 

Playstations-ის ექსკლუზიური თამაში Days Gone კვლავ გადაიდო ამჯერად 2019 წლის 26 აპრილამდე. შეგახსენებთ წინა თარიღი გამოსვლის 2019 წლის 22 თებერვალს იყო დაგეგმილი.

თამაშის გმირი არის ბაიკერი, რომელიც ცდილობს გადარჩეს ზომბებით სავსე ღია სამყაროში. Day’s gone ჯერ-ჯერობით ყველაზე მასშტაბურ და ამბიციური თამაშის შთაბეჭდილებას გვიტოვებს თავის ჟანრში. Game-ფლეი ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოუწევს მოთამაშეს ველურ ტერიტორიაზე გზის გაკვლევა, იქნება ეს ჩუმად მტრის ბანაკში შეღწევა და ზომბების მთელი ბატალიონის მასობრივი ლიკვიდაცია.

როგორც თამაშის შემქმნელები გვპირდებიან სათამაშო პროცესსში მოთამაშის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თამაშის მომავალ განვითარებაზე ზეგავლენას იქონიებს. თამაშის სრული მოცულობა 30 საათზე მეტი იქნება. 

DAYS GONE - E3 2018 Gameplay